სიახლეები

საქართველოს ნაკრების წლის სადებიუტო მატჩი ლიტვასთან

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი კვლავ თბილისში მდებარე ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე შედგა. ჩვენი გუნდი ლიტვასთან და ესტონეთთან მატჩისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 24 მარტს, 19:00 საათზე დაიწყება. ამხანაგურ მატჩს მოლდოველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ:

მედიის წარმომადგენლები,რომლებმაც აკრედიტაციის მისაღებად ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს წერილობით უკვე მიმართეს, კუთვნილი აკრედიტაციის მიღებას, 24 მარტს, 17:00 საათიდან 18:00 საათამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში შეძლებენ.