სიახლეები

17-წლამდელები პოლონეთით იწყებენ

გაუზიარე

დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის პირველ მატჩს გამართავს. გიორგი ნემსაძის გუნდი ლეგნიცას საფეხბურთო აკადემიის მოედანზე მასპინძელ პოლონეთს შეხვდება. ამავე დროს დაიწყება ჯგუფის მეორე შეხვედრაც, რომელშიც ირლანდია და მაკედონია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ჩვენი ნაკრები ოთხი დღის წინ ჩავიდა პოლონეთში და თბილისური შეკრების შემდეგ მზადება იქ გააგრძელა. მთავარმა მწვრთნელმა ელიტ-რაუნდზე ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი მოისაკლისა - გიორგი შალიკაშვილი და ცოტნე კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ ელიტ-რაუნდის საგზური საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პირველ შესარჩევ ეტაპზე მოიპოვა, რომელიც შარშან თბილისში გაიმართა. მაშინ ჯგუფიდან იტალია და საქართველო გავიდნენ.

ელიტ-რაუნდში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

მეკარეები: 1. ლუკა ხარშილაძე, 12. ლუკა კუტალაძე;

მცველები: 2. საბა ჭინჭარაული, 3. ივა გელაშვილი, 4. ზურაბ ბაქრაძე, 5. შოთა ნონიკაშვილი, 13. გიორგი აბზიანიძე, 14. სანდრო კალანდაძე;

ნახევარმცველები: 6. ირაკლი აზაროვი, 8. ცოტნე ჩოთალიშვილი, 10. ზურიკო დავითაშვილი, 15. ანზორ მექვაბიშვილი, 16. გიორგი მირზიკაშვილი, 17. ლუკა შვარცი, 18. ნიკოლოზ ტალახაძე, 19. ანატოლი მესიაჩენკო;

თავდამსხმელები: 7. ხვიჩა კვარაცხელია, 9. გიორგი გულიაშვილი, 11. ელგუჯა ჯანგველაძე, 20. ლადო ჩიხრაძე.