20 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის 2018 წლის სეზონმა აიღო სტარტი.
ჩემპიონატის გახსნის ოფიციალური ცერემონია ხობში გაიმართა. სადაც გათამაშების დებიუტანტმა ხობის „კოლხეთმა“ ხაშურის ქალთა საფეხბურთო კლუბს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო გასული ორი ჩემპიონატის გამარჯვებულმა, ქუთაისის „მართვემ“. ქუთაისელები სტუმრად ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი ანგარიშით - 4:0 მოიგეს.
პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრები ასე დასრულდა:
ქსკ ლანჩხუთი - ქსკ თბილისის თბილისი 2:0
ქსკ ნორჩი დინამო - ქსკ გორი იუნაიტედი 6:0
ქსკ ნიკე - ქსკ ჩხოროწყუ 3:0
შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში ქალთა ლიგის გათამაშებაში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ათიდან ორი გუნდი პირველად ჩაერთო ეროვნულ ჩემპიონატში. თბილისის „ნიკე“ და ხობის „კოლხეთი“ სადებიუტო სეზონს ჩაატარებენ.
ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე