სიახლეები

აკრედიტაციები ამხანაგურ მატჩებზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 19 მარტიდან წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 მარტს ლიტვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 27 მარტს კი ჩვენი ფეხბურთელები ესტონეთის წინააღმდეგ ითამაშებენ. ორივე შეხვედრა მესხის სახელობის სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. ამხანაგური მატჩების აკრედიტაციების მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მოგვმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს, ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected]

წერილში მიუთითეთ აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია. საქართველო-ლიტვის მატჩზე აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ 22 მარტის ჩათვლით, საქართველო-ესტონეთის შეხვედრაზე კი 25 მარტის ჩათვლით. ასევე, შესაძლებელია ორივე მატჩის აკრედიტაციის მოთხოვნა ერთ წერილში. დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს 577 17 17 61.