საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სასწავლო კურსს. სწავლება აპრილის შუა რიცხვებში დაიწყება. მსურველებმა განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, რათა გახდნენ მომდევნო სასწავლო კურსის მონაწილეები.
ლიცენზირების მსურველებმა სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:
1) პირადი განცხადება
2) CV
3) 2 ფოტოსურათი (3/4)
4) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
5) ცნობა პოლიციიდან ნასამართლეობის შესახებ
6) ცნობა ნარკოლოგიურიდან
7) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
სასწავლო კურსის ღირებულება 400 ლარია. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერს - 595121219
გაუზიარე