სიახლეები

18-წლამდელების ფრე უნგრეთში

გაუზიარე

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად უნგრეთთან. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გოლით თემურ გაბუნია გამოირჩა.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ ასეთი შემადგენლობა დააყენა:
მამარდაშვილი, გაბელაია, ბასარია, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, ბერიაშვილი, ფაცაცია, გრძელიძე, ბაბუნაძე, ინჯგია, გაბუნია.

შეცვლაზე შევიდნენ: ტოკლიკიშვილი, არჩვაძე, ჯაფარიძე, ოქროპირიძე, გოგობერიშვილი, ბუიღლიშვილი.

გუნდები მეორე ამხანაგურ მატჩს 8 მარტს გამართავენ.