სიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამხანაგური მატჩები მესხის სტადიონზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგურ მატჩებს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 24 მარტს ლიტვის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
27 მარტს ქართველი ფეხბურთელები ესტონეთს დაუპირისპირდებიან. ორივე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივრებისთვის შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, უეფას ერთა ლიგის მოსამზადელი ეტაპია. საქართველოს მონაწილეობით, უეფას ერთა ლიგის მატჩები მიმდინარე წლის 6 სექტემბერს იწყება