სიახლეები

ქუთაისის ტორპედო სუპერთასის მფლობელია!

ჩემპიონატის სიახლეები
გაუზიარე

24 თებერვალს, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ საქართველოს სუპერთასის შეხვედრა გაიმართა. ტიტულისთვის ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი, ქუთაისის „ტორპედო“ და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი, საჩხერის „ჩიხურა“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ქუთაისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ანგარიში 77-ე წუთზე საჩხერელებმა გახსნეს. ირაკლი ბუღრიძემ შეტევის მარჯვენა ფლაგიდან ცენტრისკენ შემოიწია და როინ კვასხვაძეს ახლო კუთხეში გაუტანა. გაშვებული გოლის შემდეგ „ტორპედომ“ დიდი ძალებით შეუტია. კახაბერ ჩხეტიანის გუნდის შეტევებმა შედეგი მატჩის მიწურულს გამოიღო. 86-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით გიორგი კუხიანიძემ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, ევგენი ბოხაშვილის ჩაწოდების შემდეგ დასწრებაზე კარგად ლევან კუტალიამ ითამაშა და საკუთარ გუნდს არსებობის განმავლობაში პირველად მოაგებინა საქართველოს სუპერთასი. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ 50 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო და საქართველოს სუპერთასი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა გადასცეს.

ტორპედო - ჩიხურა 2:1

თბილისი, „დავით პეტრიაშვილი არენა“

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, კაპანაძე (64’ ბოხაშვილი), კუხიანიძე, გურული, კუტალია, დოლიძე (78’ სარდალიშვილი), ქიმაძე, გიგაური, ტუღუში (59’ წიქარიძე)

სათადარიგო შემადგენლობა: ქვილითაია, ჭიჭინაძე, მამასახლისი, გრიგალაშვილი

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, გაბედავა (43’ პედრო გუგა), ლექვთაძე (64’ ბუღრიძე), კაკუბავა, იონანიძე (70’ კახაბრიშვილი), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია

სათადარიგო შემადგენლობა: მწყერაშვილი, ჩიტეიშვილი, ჩიხლაძე, მეგრელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მსაჯები: გიორგი ვადაჭკორია, დავით ჩიგოგიძე, ზაზა ფიფია, ალექსანდრე აფციაური, ჯენერი ხორავა, გიორგი ავაზაშვილი

გაფრთხილება: 15’ მარკოზაშვილი, 81’ ჩიკვაიძე, 90+1’ კუტალია

გოლები: 0:1 ბუღრიძე (77), 1:1 კუხიანიძე (86), 2:1 კუტალია (90+1)