სიახლეები

მწვრთნელთა PRO-ლიცენზია - მესამე დღე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

მწვრთნელთა საგანმანათლებლო პროგრამის - PRO-ლიცენზიის კურსის მესამე დღეს ბელგიელი სპეციალისტი, უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი და ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის სამწვრთნელო განათლების ხელმძღვანელი კრის ვანდერ ჰაგენი გაუძღვა.

მისი ლექციის მთავარი თემა სათამაშო მოდელი და თანამედროვე მეთოდოლოგია იყო. კრის ვანდერ ჰაგენმა ფეხბურთის განვითარებაში მწვრთნელთა როლზე ისაუბრა და კურსის მონაწილეებს ბელგიის საფეხბურთო ფილოსოფია გაუზიარა.

კრის ვანდერ ჰაგენი - ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის სამწვრთნელო განათლების ხელმძღვანელი, უეფას მწვრთნელთა განათლების პანელის წევრი: „უპირველესად, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ფეხბურთის ფედერაციის მიდგომა ამ საკითხისადმი. კერძოდ ის, რომ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთის მომავლისათვის. დღეს მწვრთნელებს ვუთხარი და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ სწორედ ისინი თამაშობენ ძალიან მნიშვნელოვან როლს ფეხბურთის მომავლის შექმნაში. ეს პროგრამა ერთერთი საუკეთესო გზაა პროგრესისაკენ, თუმცა არა ერთადერთი. რადგან ეს უმაღლესი საფეხურია და იგივე უნდა გაკეთდეს სამწვრთნელო ლიცენზირების B და C საფეხურზე, რათა მეტი კვალიფიციური მწვრთნელი გვყავდეს. დღევანდელი ლექციის თემა თანამედროვე მეთოდოლოგია იყო - როგორ ვასწავლოთ სწორი თამაში ფეხბურთელებს, რადგან ზოგადად ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ საკითხს ყურადღება არ ექცევა, მაშინ როდესაც სწორი ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია და იმის გაცნობიერება, თუ რას მოგიტანს ეს აქტივობა. სწორედ ამ პროცესზე ვისაუბრეთ დღეს - როგორ მოემზადონ მწვრთნელები და მოახდინონ ამის ტრანსფორმაცია უშუალოდ საწვრთნელი პროცესისას.“ 

გიორგი მიქაძე - კურსის მონაწილე: „საერთო ჯამში, ეს მოდული ძალიან საინტერესოა და უამრავ თემას მოიცავს.დღეს ძირითადი აქცენტი თეორიულ სამუშაოზე გაკეთდა და ძალიან საინტერესო თემები იყო, რომლებიც სამომავლოდ ძალიან გამოგვადგება და დარწმუნებული ვარ კარგად გამოვიყენებთ. ძირითადი ნაწილი დაცვაზეა ორიენტირებული, შემდეგ დისკუსია გვექნება და საუკეთესო ვარიანტებს დავამუშავებთ. ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ უკეთესი და უკეთესი გავხადოთ ჩვენი საქმიანობა.“

უეფას სამწვრთნელო განათლების უმაღლესი საფეხურის პირველი მოდული 23 თებერვალს დასრულდება, შემდეგი ეტაპი მაისში ჩატარდება.