სიახლეები

სუპერთასი 24 თებერვალს გაიმართება

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ცნობილია 2018 წლის სუპერთასის ჩატარების დრო და ადგილი.
სუპერთასი 24 თებერვალს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15 საათზე დაიწყება. ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი, ქუთაისის „ტორპედო“ და თასის მფლობელი, საჩხერის „ჩიხურა“ შეხვდებიან.