სიახლეები

საქართველოს ნაკრები 5 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 5 ივნისს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ლუქსემბურგს სტუმრად დაუპირისპირდება. ლუქსემბურგის ნაკრები, საქართველოს მსგავსად ერთა ლიგის გათამაშების დ დივიზიონში იასპარეზებს. მეორე ჯგუფში ლუქსემბურგი ბელარუსს, მოლდოვასა და სან მარინოს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთსა და ანდორას შეხვდება.

ლუქსემბურგთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩამდე, საქართველოს ნაკრები 24 მარტს ჯერ ლიტვას უმასპინძლებს, 27 მარტს კი ჩვენი გუნდი ესტონეთს მიიღებს.