სიახლეები

ფეხბურთის ფედერაციის ვიზიტი ქუთაისში

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად ქუთაისს ესტუმრნენ და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურული პროგრამის განხორციელება სახელმწიფოს მხარდაჭერით 2017 წლიდან დაიწყო, რომლის თანახმად, თბილისსა და ქუთაისში სულ საერთაშორისო სტანდარტების 10 მოედანი უნდა აშენდეს.

ლევან კობიაშვილმა მიმდინარე სამუშაოები შეაფასა: “ მსურს, ხაზი გავუსვა პროექტის მნიშვნელობას და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ პირს, ვინც ჩართულია ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაში და ამ მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრაში. ახლა ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა, იმისათვის, რომ მომავალ თაობებს იმაზე უკეთესი პირობები შევუქმნათ, ვიდრე ეს წლების განმავლობაში იყო. 2018 წელი მნიშვნელოვანი წელია სწორედ ინფრასტრუქტურის მხრივ და მე მჯერა, რომ ფეხბურთში ჩართული ყველა პირი იგრძნობს იმ პროექტების სიკეთეს, რომელსაც 2018 წელს ერთობლივი ძალისხმევით განვახორციელებთ.“

სპროტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის შესახებ ისაუბრა კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ: „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში 10 სტადიონის მშენებლობა დავიწყეთ. უახლოეს პერიოდში ახალი ბაზები ექსპლოატაციაში შევა, 7 თბილისში მოეწყობა, 3 კი ქუთაისში
ამჯერად ქუთაისში ვიმყოფებით და სამშენებლო პროცესს ვათვალიერებთ. ეს მოედნები მოემსახურება როგორც ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს, ასევე სხვადასხვა გუნდებს, როგორც სათამაშო, ასევე საწვრთნელი პროცესების გასავლელად ფეხბურთსა და რაგბიში.
აღსანიშნავია, რომ  უახლოეს მომავალში ახალი სპორტის სასახლეების გახსნა იგეგმება ბათუმშიგორში და თელავში."