სიახლეები

17-წლამდელებმა მინსკის ტურნირი დაასრულეს

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირი მეხუთე ადგილზე დაასრულა. გიორგი ნემსაძის შეგირდებმა 12-გუნდიან ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარეს (3 მოგება, 2 მარცხი) და სამწუხაროდ, ბოლო შეხვედრა სლოვაკეთთან დიდი ანგარიშით დათმეს (1:8). ერთადერთი ბურთი გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა.

ტურნირის საუკეთესო პირველი ოთხეული უკრაინამ, ისრაელმა, ბელარუსმა და სლოვაკეთმა შეადგინეს. საქართველომ კი ყაზახეთს, მოლდოვას, ლიტვას, რუსეთს, ფინეთს, ისლანდიას და ბელგიას გაასწრო.

სლოვაკეთთან ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ხარშილაძე, გელაშვილი, კალანდაძე, ჭავჭანიძე,  ბაქრაძე, კაპანაძე, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კუტალაძე, დეკანოსიძე, შვარცი, გაგუა, ჩიხრაძე.