სიახლეები

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ლიტვას დაუპირისპირდება

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას თბილისში გამართავს.24 მარტს, ვლადიმირ ვაისის გუნდი ლიტვის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

ორივე გუნდისთვის აღნიშნული შეხვედრა უეფას ერთა ლიგის გათამაშების მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. ლიტვის ნაკრები C ლიგის მეოთხე ჯგუფში რუმინეთის, სერბეთისა და მონტენეგროს ნაკრებებს შეხვდება. საქართველოს ნაკრები D ლიგის პირველ ჯგუფში ლატვიას, ყაზახეთს და ანდორას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ,რომ უეფას ერთა ლიგის გათამაშება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.