სიახლეები

17-წლამდელების მესამე მატჩი მინსკში

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მესამე შეხვედრა ჩაატარა და ამჯერად უკრაინასთან 1:3 დამარცხდა

წინა ორ მატჩში გიორგი ნემსაძის გუნდმა ჯერ ყაზახეთი დაამარცხა (3:2), მერე კი მოლდოვა (3:0). უკრაინელებთან ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა 63- წუთზე და ანგარიში 1:2 გახადა, თუმცა მეტის გაკეთება ჩვენმა გუნდმა ვეღარ შეძლო. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 27 იანვარს ჩაატარებს და 12-გუნდიან ტურნირში მეოთხე ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

უკრაინასთან გიორგი ნემსაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კაპანაძე, ნონიკაშვილი, კალანდაძე, გელაშვილი, ჩოთალიშვილი (დეკანოსიძე 41), მექვაბიშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი (გაგუა 69), გულიაშვილი, ჩიხრაძე.