სიახლეები

ერთა ლიგის წილისყრა: საქართველოს მეტოქეები ცნობილია

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

24 იანვარს, შვეიცარიიის ქალაქ ლოზანაში უეფას ერთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად  გაირკვა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ნაკრების D ლიგის 1 ჯგუფში - ანდორას, ყაზახეთისა და ლატვიის წინააღმდეგ იასპარეზებს

წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდა.  

წილისყრის დაწყებამდე, ნაკრები გუნდების წარმომადგენლებს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრე ჩეფერინიმ ერთა ლიგის თასი წარუდგინა.

ერთა ლიგაზე ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ლიგა

პირველი ჯგუფი: გერმანია, საფრანგეთი, ოლანდია

მეორე ჯგუფი: ბელგია, შვეიცარია, ისლანდია

მესამე ჯგუფი: პორტუგალია, იტალია, პოლონეთი

მეოთხე ჯგუფი: ესპანეთი, ინგლისი, ხორვატია

B ლიგა:

პირველი ჯგუფი: სლოვაკეთი, უკრაინა, ჩეხეთი

მეორე ჯგუფი: რუსეთი, შვედეთი, თურქეთი

მესამე ჯგუფი: ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩრდილოეთ ირლანდია

მეოთხე ჯგუფი: ირლანდია, დანია, უელსი

C ლიგა:

პირველი ჯგუფი: ალბანეთი, ისრაელი, შოტლანდია

მეორე ჯგუფი: ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი

მესამე ჯგუფი: ნორვეგია, კვიპროსი, ბულგარეთი, სლოვენია

მეოთხე ჯგუფი: მონტენეგერო, ლიტვა, სერბეთი, რუმინეთი

D ლიგა:

პირველი ჯგუფი:ანდორა, ყაზახეთი, ლატვიასაქართველო

მეორე ჯგუფი:  სან მარინო, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ბელორუსი

მესამე ჯგუფი: კოსოვო, მალტა, ფარერები, აზერბაიჯანი

მეოთხე  ჯგუფი: გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, სომხეთი, მაკედონია

უეფას ერთა ლიგა 2018 წლის სექტემბერში დაიწყება და ოთხი ლიგის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.