საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკში მიმდინარე განვითარების თასზე მეორე შეხვედრაც მოიგო - ამჯერად 3:0 მოლდოვასთან. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში გიორგი ნემსაძის გუნდმა ყაზახეთი 3:2 დაამარცხა. მოლდოვასთან გოლებით ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია (ორჯერ) გამოირჩნენ.
17-წლამდე ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ხარშილაძე, გელაშვილი, ნონიკაშვილი, აბზიანიძე, მექვაბიშვილი, შალიკაშვილი, შვარცი, კვარაცხელია, დავითაშვილი, იაკობიძე, გულიაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: კალანდაძე, დეკანოსიძე, გაგუა, ბაქრაძე, ჩოთალიშვილი, ჭავჭანიძე, ჩიხრაძე.
მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები 25 იანვარს უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს.