სიახლეები

საქართველომ ყაზახეთი დაამარცხა

გაუზიარე

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.

გიორგი ნემსაძის გუნდმა ყაზახეთი 3:2 დაამარცხა. ქართველთაგან გოლებით ზურიკო დავითაშვილი, ცოტნე კაპანაძე და გიორგი გულიაშვილი გამოირჩნენ. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქე 2:1 იგებდა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემობრუნება მაინც შეძლო.

23 იანვარს მეორე ტურში ჩვენი გუნდი მოლდოვას დაუპირისპირდება. ხარშილაძე, გელაშვილი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, კაპანაძე, შალიკაშვილი, ჩოთალიშვილი, შვარცი, გულიაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია. შეცვლაზე შევიდნენ: იაკობიძე, აბზიანიძე, ჩიხრაძე, დეკანოსიძე.