სიახლეები

ბათუმში სტადიონის მშენებლობა დაიწყო

სფფ
გაუზიარე

21 იანვარს, საერთაშორისო სტანდარტების ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა. ოფიციალურ ღონისძიებაში, რომლის დროსაც სტადიონის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაეშვა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ღირებულება 99 448 408,56 ლარია და იგი  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. სტადიონს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიაანაგიაშენებსხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. სტადიონი UEFA- IV კატეგორიის სტანდარტებით აშენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სტადიონის შენობის ფასადი ქართული ეროვნული ცეკვა ხორუმის კონცეფციაზეა აგებული. შენობის მწყობრად ჩალაგებული კონსტრუქციები ჰარმონიულად მოძრავ მოცეკვავეების სილუეტებს იმეორებს

"მე ნამდვილად მეამაყებოდა და დღემდე მახსოვს ის ბოლო თამაში, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ბათუმში ჩაატარა. მაშინ მოედანზე ვიყავი და ის ემოცია ძალიან მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი იყო. 20 000 ადამიანზე გათვლილ  სტადიონზე ბათუმის "დინამო" გარდა ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს. აღნიშნული პროექტი, მისი მასშტაბურობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, მისი სპორტული პოტენციალისათვის. ეს არის ისტორიული დღე, რომელსაც თითოეული ბათუმელი და ზოგადად, ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა,”- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.