სიახლეები

U14 | ზამთრის თასი 2018 საბურთალომ მოიგო

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

14 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 14-წლამდე ფეხბურთელთა შორის ზამთრის თასი 2018-ის ფინალური შეხვედრა გაიმართა. 

გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ თბილისური კლუბები, „დინამო“ და „საბურთალო“ წარსდგნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბურთალოელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა. ჩემპიონთა მხრიდან ჰეთ-ტრიკით ლუკა მამულაშვილი გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქელებმა ტურნირზე გამართული ყველა მატჩი მოიგეს და ასე მოახერხეს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. 

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდეობის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ფინალის მონაწილე გუნდებს კუთვნილი ჯილდოები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ გადასცეს. ზამთრის თასი 2018-ის საუკეთესო მოთამაშედ და ბომბარდირად თბილისის „საბურთალოს“ შემტევი, ლუკა მამულაშვილი დასახელდა.