გილოცავთ ახალ 2018 წელს და გისურვებთ ჯანსაღ ცხოვრებასა და გამარჯვების სიხარულს!
ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციაში გვჯერა, რომ ფეხბურთი არის ის, რაც უამრავ განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს.
სწორედ ამიტომ, წელს ჩვენი მილოცვის მთავარი მესიჯი თანასწორობაა, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით. იმის მიუხედავად, თუ ვინ არის, საიდან არის და როგორ თამაშობს! სწორედ ეს არის ფეხბურთი, თამაში ყველასთვის!
მრავალს დაესწარით!