სიახლეები

ალექსანდრე ჩივაძის პრემია

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლევანდელ დაჯილდოებაზე საზოგადოებას ახალი ნომინაცია შესთავაზა. 2017 წლიდან 17-წლამდე და 19-წლამდე ასაკში გამორჩეულ ფეხბურთელებს, რომლებიც საქართველოში თამაშობენ, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ალექსანდრე ჩივაძის პრემია გადაეცემათ.

2017 წლის ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედალი 17-წლამდე ფეხბურთელელბს შორის ხვიჩა კვარაცხელიას გადაეცა. ვერცხლის მედლის მფლობელის ზურიკო დავითაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი, გიორგი გულიაშვილმა მიიღო. 

19-წლამდე ფეხბურთელებს შორის ოქროს მედლით ლუკა ლაკვეხელიანი დაჯილდოვდა, ვერცხლის მედალი ვატო არველაძეს ერგო, ბრინჯაო კი, გიორგი კოხრეიძეს.

ბრინჯაოს მედალი - 2 000 ლარი, ვერცხლის მედალი - 3 000 ლარი, ოქროს მედალი - 5 000 ლარი. ნომინანტებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდო იმ კლუბებზე გადანაწილდება, რომლებმაც აღნიშული ფეხბურთელების ჩამოყალიბებაში მიიღეს მონაწილეობა. ქართული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის - ალექსანდრე ჩივაძის ნომინანტებს ფეხბურთის ფედერაცია ყოველწლიურად გამოავლენს გამარჯვებულებს.