სიახლეები

ნოდარ ახალკაცის ბიუსტის გახსნა

სფფ
გაუზიარე

27 დეკემბერს, 13:00 საათზე, ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის მე-9 საჯარო სკოლაში (მისამართი: სააკაძის 29, ნაძალადევის მეტროსთან) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერითა და ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ორგანიზებით, ნოდარ ახალკაცის ბიუსტი გაიხსნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველ პრეზიდენტს, ლეგენდარულ მწვრთნელსა და დიდ საფეხბურთო მოღვაწეს 2018 წლის 2 იანვარს 80 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ნოდარ ახალკაცის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას მისი ოჯახის წევრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრებიან.