სიახლეები

GIPA-სა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

სფფ
გაუზიარე

25 დეკემბერს, 2 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ურთიერთანამშრომლობის 3 წლიანი მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის ფარგლებში ორივე ორგანიზაცია განახორციელებს ერთობლივ პროექტებს და ითანამშრომლებენ სხვადასხვა საინტერესო ინიციატივების განხორციელებისათვის. 
მემორანდუმს ხელს აწერენ GIPA-ს რექტორი - მაკა იოსელიანი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ლევან კობიაშვილი.

ამავე დღეს ხელი მოეწერება მხარეებს შორის შეთანხმებას, რომლის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და GIPA, ერთობლივად განახორციელებენ ფეხბურთის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამას, რომლის მიზანია ფეხბურთის სფეროს წარმომადგენლების  მენეჯმენტის უნარებში გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. თითოეული სასერტიფიკატო პროგრამის ხანგრძლივობაა 6 თვე და განკუთვნილია ფეხბურთის კლუბების, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისა და სპორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის. პროექტი სამი წლის განმავლობაში სრულად დაფინანსდება ფეხბურთის ფედერაციის მიერ. 

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა ჯღარკავა ისაუბრებს ფეხბურთის ფედერაციის საგანმანათლებლო პროექტებსა და ფეხბურთის მოწყობის შესახებ.