27 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართება. სხვა საკითხებთან ერთად, აღმასკომის დღის წესრიგშია საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის“ ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლო რეინტეგრაციის საკითხიც. აღმასკომის სხდომაზე მოწვეულია კლუბის მფლობელი ილია კოკაია.