სიახლეები

ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია 27 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს დააჯილდოვებენ. მნიშვნელოვანია, რომ წელს, ტრადიციულ ნომინაციებთან ერთად, ეროვნული ლიგის დაჯილდოების ცერემონია შედგება. “GFF Awards” ღონისძიების პირველი ნაწილი, სწორედ საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეულ წარმომადგენლებს დაეთმობათ.

2017 წლის დაჯილდოების ცერემონიას ვარდების მოედანზე მდებარე მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს.