საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2018 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 თებერვალს გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი თურქეთის ქალაქ ანტალიაში, აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო და აზერბაიჯანი, უეფას ერთა ლიგის D ჯგუფის პირველ კალათაშია განთესილი. ერთა ლიგის წილისყრა, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 24 იანვარს ჩატარდება.
ეროვნული ნაკრები
გაუზიარე