საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ბელარუსთან და ამჯერადაც ფრედ ითამაშა. თუმცა პირველი შეხვედრისგან (0:0) განსხვავებით, დღევანდელი მატჩი უხვგოლიანი გამოდგა - 4:4.
გიორგი მიქაძის შეგირდებიდან გოლებით ბექა ხარშილაძე (მე-8 წუთი), ზურიკო დავითაშვილი (35), რევაზ ინჯგია (59) და ცოტნე კაპანაძე (81) გამოირჩნენ.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:
ბულისკერია, ჯინჯოლავა, ხარშილაძე, გაბიტაშვილი, ხვედელიძე, ფაცაცია, დარცმელია, დავითაშვილი, კვარაცხელია, გულიაშვილი, ივანიაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: მეგრელიშვილი, ბუიღლიშვილი, ხარაბაძე, ბერიაშვილი, ინჯგია, შეყილაძე, ტოკლიკიშვილი, კაპანაძე, გაბელაია.
![](https://gff.ge/sites/default/files/styles/article_full_thumb/public/8e8a5c14854b473dadd127c64a7f97c5.jpg?itok=T6dJ0kTT)
გაუზიარე