სიახლეები

ელიტ-რაუნდში 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

გაუზიარე

6 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას 2018 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან, პოლონეთთან და მაკედონიასთან ერთად მესამე ჯგუფში მოხვდა. ელიტ-რაუნდს 2018 წლის 21, 24 და 27 მარტს პოლონეთი უმასპინძლებს. 

ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას ჯგუფებში გამარჯვებულ რვა ნაკრებთან ერთად და შვიდი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მიიღებს. კონტინენტის პირველობას 2018 წლის 4-20 მაისს ინგლისი უმასპინძლებს.

ელიტ-რაუნდში ჯგუფები ასე დაკომპლექტდა: 

1 ჯგუფი: სერბეთი, ესპანეთი, უკრაინა, ჩეხეთი.
2 ჯგუფი: ბელგია, ხორვატია, შვედეთი, კვიპროსი.
3 ჯგუფი: ირლანდია, პოლონეთი, საქართველო, მაკედონია.
4 ჯგუფი: პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი, სლოვაკეთი.
5 ჯგუფი: იტალია, ისლანდია, ჰოლანდია, თურქეთი.
6 ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტია, დანია, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
7. ჯგუფი: ისრაელი, უნგრეთი, სლოვენია, რუმინეთი
8 ჯგუფი: გერმანია, შოტლანდია, საბერძნეთი, ნორვეგია.