სიახლეები

ფუტსალი | პოლონეთი - საქართველო 3:1

ფუტსალი
გაუზიარე

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე პოლონეთთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ქალაქ ჩესტოხოვაში ჩატარებული შეხვედრა პოლონელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა. ანგარიში 22-ე წუთზე ვოიციეჩოვსკიმ გახსნა. 33-ე წუთზე ლუტეცკიმ გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორბურთიანი გახადა. ზუსტად ერთ წუთში არჩილ სებისკვერაძემ სხვაობა შეამცირა. საბოლოო ანგარიში 37-ე წუთზე ზასტავნიკმა დააფიქსირა. 

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი ამხანაგური მატჩი ასევე პოლონელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

პოლონეთი - საქართველო 3:1

ჩესტოხოვა, პოლონეთი

პოლონეთი: კალუზა, ზასტავნიკი, ლუტეცკი, მიკოლაევიჩი (კ), კრიზელი

სათადარიგო შემადგენლობა: იენდრუშეკი, კუბიკი, კაიმანი, მარეკი, გლაზიაკი, ციტკო, სოლეცკი, პოპლავსკი, ვოიციეჩოვსკი.

საქართველო: კუპატაძე, კაკაბაძე (კ), თოფურია, თოდუა, კურტანიძე

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, ჭანუყვაძე, ლუკავა, ზედელაშვილი, კობაიძე, რონინიო, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, ნიყვაშვილი.

მსაჯები: დამიან იარუხევიჩი, გჟეჟოგ ვიერჩოხი

გაფრთხილება: კუბიკი, კობაიძე

გოლები: 1:0 ვოიციეჩოვსკი (22), 2:0 ლუტეცკი (33), 2:1 სებისკვერაძე (34), 3:1 ზასტავნიკი