სიახლეები

15-წლამდელები: საქართველო 6:0 ლიტვა

გაუზიარე

თბილისში დაიწყო ოთხთა საერთაშორისო ტურნირი 15-წლამდე ნაკრებებს შორის. პირველი ტური წარმატებული გამოდგა საქართველოს და თურქეთის ნაკრებებისთვის.

გიორგი ჩიტაურის გუნდმა ტექნიკურ ცენტრ „ბასას“ მოედანზე ლიტვას 6:0 მოუგო, ხოლო თურქეთმა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 3:0 აჯობა ბელარუსს.

ჩვენმა გუნდმა მეტოქესთან უდიდესი უპირატესობა ტაიმებში 3-3 გოლით აღნიშნა. თავი ჯაბა ჯიბლაძემ (მე-7 წუთი), ლუკა ქუნთელიამ (19), ლუკა გაგნიძემ (26), ლუკა თაგორაშვილმა (51), ნიკა სიხარულაშვილმა (60) და გიზო მამაგეიშვილმა (66) გამოიჩინეს.

ლიტვასთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

შურღაია, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, ფერცულიანი, უბილავა, ზოსიაშვილი, გაგნიძე, აბუაშვილი, ჩხეტიანი, ჯიბლაძე, ქუნთელია.

შეცვლაზე შევიდნენ: აბჟანდაძე, მამაგეიშვილი, ვაზაგაშვილი, სიხარულაშვილი, ბეჭვაია, მეხტიევი, თაგორაშვილი. 

მეორე ტური 6 დეკემბერს გაიმართება. 12 საათზე „დავით პეტრიაშვილზე“ ლიტვა თურქეთს შეხვდება, ხოლო 14 საათზე „ბასაზე“ საქართველო ბელარუსს გაეჯიბრება.