საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა და სტუმრად ბელარუსთან 0:0 ითამაშა. გიორგი მიქაძის გუნდი ორი დღის წინ ჩავიდა მინსკში, სადაც 6 დეკემბერს მეორე ამხანაგურ მატჩსაც გამართავს მასპინძლებთან.
დღევანდელ უგოლო შეხვედრაში კი მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
ბულისკერია, ჯინჯოლავა (ტოკლიკიშვილი 81), ხარშილაძე (ხვედელიძე 74), კაპანაძე (ბუიღლიშვილი 81), ხარაბაძე (გაბიტაშვილი 74), ფაცაცია (შეყილაძე 74), დარცმელია, დავითაშვილი, გულიაშვილი (გაბელაია 74), კვარაცხელია, ინჯგია (ივანიაძე 59).
![](https://gff.ge/sites/default/files/styles/article_full_thumb/public/bcadeedce3cb4c188d3466b1c46897ec.jpg?itok=R8n5Bpuj)
გაუზიარე