სიახლეები

მწვრთნელთა განათლების PRO-ლიცენზიის კურსზე განაცხადების მიღება დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას მწვრთნელთა განათლების PRO-ლიცენზიის მორიგი კურსისთვის მსურველთა რეგისტრაციის პროცესს იწყებს. პროგრამაზე განაცხადების მიღება 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.
 
PRO-ლიცენზიის კურსზე მოსახვედრად აუცილებელია, კანდიდატი ფლობდეს უეფას მწვრთნელთა განათლების „ა“ ლიცენზიას და გააჩნდეს აღნიშნული ლიცენზიით მუშაობის სულ ცოტა ერთწლიანი გამოცდილება. 

უეფას მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის კურსზე მონაწილეობის მსურველი მწვრთნელები შემდეგ ბმულზე უნდა დარეგისტრირდნენ. 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, მიმართოთ სფფ-ის მწვრთნელთა განათლების განყოფილებას - 599 36 00 87.