სიახლეები

მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსებზე განაცხადების მიღება გრძელდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის სასწავლო კურსს. სწავლება დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყება. მსურველებმა განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, რათა გახდნენ მომდევნო სასწავლო კურსის მონაწილეები.

ლიცენზირების მსურველებმა სფფ-ის შესაბამის განყოფილებაში უნდა წარადგინოთ შემდეგი საბუთები:

1) პირადი განცხადება
2) CV
3) 2 ფოტოსურათი (3/4) 
4) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ
5) ცნობა პოლიციიდან ნასამართლეობის შესახებ
6) ცნობა ნარკოლოგიურიდან 
7) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

სასწავლო კურსის ღირებულება 400 ლარია.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერს - ეკა ნადირაშვილს 291 26 70; 291 37 33 და 595 12 12 19.