სიახლეები

27 ნოემბრის მატჩები გადაიდო

სფფ
გაუზიარე

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი გამოცხადებულია გლოვის დღედ. შესაბამისად, ლიგა 3-ში მოსახვედრი პლეი-ოფის მატჩი „მარგვეთი 2006“-სა და „სამგურალი 2“-ს შორის სამტრედიაში 28 ნოემბერს შედგება.

28 ნოემბერსვე ჩატარდება ასაკობრივი ლიგის ორი მატჩი 19-წლამდელთა ოქროს ლიგაში „ლოკომოტივი“ - „შუქურა“ და „ცხინვალი“ - „დინამო თბილისი“, ისევე როგორც, 17-წლამდელთა ოქროს ლიგის სრული ტური.