25 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი ლაგოდეხში 13-წლამდე რეგიონთა თასის გათამაშების ფინალს უმასპინძლებს. გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება, ტურნირის ჩემპიონის გამოსავლენად, ერთმანეთს თბილისისა და იმერეთის 2004 წლამდე დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რეგიონული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
ფინალის დასრულებისთანავე გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია. გადამწყვეტ მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრება.
მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე