სიახლეები

გოგონათა ასაკობრივი ნაკრებების წილისყრა ნიონში

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

24 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17-წლამდე და 19-წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მეთერთმეტე ჯგუფში ჰოლანდიის, შვედეთისა და ლატვიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად, ორი საუკეთესო მესამე ადგილოსანი მოიპოვებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ჰოლანდია 17, 20 და 23 ოქტომბერს უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2019 წელს ბულგარეთში ჩატარდება.

რაც შეეხება საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს, ქართველი გოგონები მეოთხე ჯგუფში ნორვეგიის, ჩეხეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელიტ-რაუნდში თამაშის უფლებას თითოეული ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2, 5 და 8 ოქტომბერს ბოსნია-ჰერცეგოვინაში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2019 წლის ზაფხულში შოტლანდია უმასპინძლებს.

17-წლამდე და 19-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის წილისყრა 2018 წლის 23 ნოემბერს გაიმართება.