საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა ევროშესარჩევ ციკლში და 1:0 დაამარცხა ლიტვა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა.
პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა, თუმცა 53-ე წუთზე ლიტველები კაცნაკლულნი დარჩნენ და ქართველთა უპირატესობაც უფრო გამოიკვეთა. მალევე ერთ-ერთი შეტევის ჩაშლა სტუმართა მცველმა უხეიროდ სცადა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მატჩის ბოლომდე ეს ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფში 4 ქულა მოუგროვდა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:
კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ზარანდია, კიტეიშვილი, ბერიძე (მოხევიშვილი 87), არაბიძე (მიქელთაძე 76), ჭანტურია (არველაძე 82).
ეროვნული ნაკრები
გაუზიარე