საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლო, მესამე მატჩი ჩაატარა და საფრანგეთთან 1:1 ითამაშა.
ფრანგებმა, რომლებიც ჯგუფის აშკარა ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მე-20 წუთზე ბერნედეს გოლით შეძლეს დაწინაურება.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება ლევან ხარაბაძის მიერ გატანილით მოახერხა და მეტიც, 75-ე წუთზე მოგების რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული პენალტი ნიკა ნინუამ ვერ გამოიყენა. საბოლოოდ ფრე - 1:1.
გიორგი ყიფიანმა ფრანგებთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი, ჯინჯოლავა, ანდრონიკაშვილი, ქოჩორაშვილი, ნინუა, ფურცელაძე, ხარაბაძე, დავითაშვილი (კვარაცხელია 61), ქავთარაძე (ზარიძე 90).
გაუზიარე