სიახლეები

20-წლამდელებმა ალბანეთი დაამარცხეს

გაუზიარე

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. ვასილ მაისურაძის გუნდმა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 3:0 დაამარცხა ალბანეთის 21-წლამდე ნაკრები.

შეხვედრა თავიდანვე ქართველთა უპირატესობით დაიწყო და მე-10 წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა თავურით დააწინაურა თავისი გუნდი. ტაიმის მიწურულს კი თავი მეკარემაც გამოიჩინა - ნიკა ქავთარაძემ პენალტი მოიგერია.

შესვენების შემდეგ ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და ეს კიდევ ორ გატანილ გოლში აისახა - ჯერ ირაკლი ბუღრიძემ დაუფასა იდეალური პასი გაბრიელ საღრიშვილს, მერე კი ალბანელმა რეი ნურიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:

ქავთარაძე, კიკალიშვილი (კერელეიშვილი 80), ცერცვაძე, ყურშავიშვილი (ბულუხაძე 80), გაბიტაშვილი, ძებნიაური (წულეისკირი 74), ბუღრიძე (შეწირული 80), სამურკასოვი, ფოჩხუა, კვანტალიანი (საღრიშვილი 58), სპანდერაშვილი (ბაკურაძე 74).
სათადარიგონი: ისიანი, გურგენიძე, მუზაშვილი, ბერიაშვილი.