13 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წლის ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა.
შეხვედრა ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში 27-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი დარტყმით ვალაძკომ გაიტანა. საქართველოს ნაკრებმა მალევე გაათანაბრა. ლაშა შერგელაშვილის კუთხურის შემდეგ ეროვნული ლიგის ბომბარდირმა, ირაკლი სიხარულიძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და მახვილი კუთხიდან აიღო იჰნატოვიჩის კარი. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეორე გოლიც კუთხურიდან გაიტანა. 50-ე წუთზე სტუმრებს თავური დარტყმით შეცვლაზე შემოსულმა, ლაშა დვალმა გაუტანა. ბელარუსებმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება 66-ე წუთზე მოახერხეს, იჰნატევიჩის ჩაწოდებით ნიახაიჩუკმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა დვალმა ქვეყნის პირველ გუნდში სადებიუტო გოლები გაიტანეს.
დღევანდელი მატჩით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის სეზონი დაასრულა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 2018 წლის შემოდგომაზე უეფას ერთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას, რომლის წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 24 იანვარს გაიმართება.
საქართველო - ბელარუსის ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ ვლადიმირ ვაისმა შეხვედრა შეაფასა:
ვლადიმი ვაისი: ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის კარგი თამაში იყო, რომელმაც კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა სად გვაქვს პრობლემები და სად არა. კარგი ტემპი იყო, მართალია ბევრმა ცვლილებამ თამაშის მსვლელობაზე იმოქმედა, მაგრამ ბურთს ვაკონტროლებდით. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ.“
საქართველო - ბელარუსი 2:2
ქუთაისი, „რამაზ შენგელია“
საქართველო: კვასხვაძე, ხოჭოლავა, კაშია (46’ დვალი), აბურჯანია, კანკავა (62’ მერებაშვილი), სიხარულიძე (80’ ყაზაიშვილი), გვილია (88’ კაჭარავა), შერგელაშვილი, გეგეჭკორი (88’ კაკაბაძე), პაპუნაშვილი, ჯიღაური (62’ ქვილითაია)
სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, ლორია, გრიგალავა, ლობჟანიძე, კვეკვესკირი, ნავალოვსკი
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ბელარუსი: იჰნატოვიჩი (46’ პავლიუჩენკა), ჰავრილოვიჩი, ვალაძკო (63’ მატვეიჩიკი), პალიცევიჩი, ბიკაუ, სტასევიჩი (89’ პაულავეცი), კარნიცკი (56’ ნიახაიჩუკი), ლაპცევი, რიოსი, კორზუნი, კავალიოუ (82’ კლიმოვიჩი)
სათადარიგო შემადგენლობა: იეუდაკიმაუ, სიაძკო, საროკა, ნავუმაუ, ბურკო
მსაჯები: სურენ ბალიანი (სომხეთი), ვანიკ სიმონიანი (სომხეთი), ერიკ არევშატიანი (სომხეთი), გოგა კიკაჩეიშვილი, (საქართველო)
გაფრთხილება: 27’ ვალაძკო, 31’ სიხარულიძე, 45’ ბიკაუ, 45+1’ სტასევიჩი
გოლები: 0:1 სტასევიჩი (24), 1:1 სიხარულიძე (35), 2:1 დვალი (50), 2:2 ნიახაიჩუკი (66)
ეროვნული ნაკრები
გაუზიარე