სიახლეები

U19: საქართველო 1:1 ანდორა

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩში გაუშვა ბოლო წუთებზე გადამწყვეტი გოლი, ამჯერად ანდორასთან ევროშესარჩევ მატჩში და 1:1 ითამაშა. ორი ტურის შემდეგ გიორგი ყიფიანის გუნდს ერთი ქულა აქვს.
შეხვედრა ქართველთა უპირატესობით კი დაიწყო, თუმცა დაცვაში მწყობრად მოთამაშე ანდორელებმა მეტოქეს ბევრი მომენტი არ შეაქმნევინეს. გოლი ტაიმის მიწურულს ზურიკო დავითაშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტიდან ნიკა ნინუამ გაიტანა. ორ წუთში ბექა დარცმელიამ მეორე ყვითელი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა. 86-ე წუთზე კი ალბერტ გრაუ სამპერმა ანგარიში გაათანაბრა.

გუგეშაშვილი, მალი, ასათიანი (ინჯგია 90), ჯინჯოლავა, ხარაბაძე, ქოჩორაშვილი (ანდრონიკაშვილი 69), დარცმელია, დავითაშვილი, ნინუა, კვარაცხელია, ქავთარაძე (ოზბეთელაშვილი 61).

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 14 ნოემბერს ჩაატარებს საფრანგეთთან, რომელმაც დღეს მასპინძელ ბოსნიას 2:1 აჯობა.