სიახლეები

U21 | საქართველო 2:2 ფინეთი

გაუზიარე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა ევროშესარჩევ ციკლში და ფინეთთან დაძაბულ ბრძოლაში 2:2-ს დასჯერდა. გია გეგუჩაძის გუნდი ორჯერ აგებდა მატჩის მიმდინარეობისას, თუმცა ჯერ გიორგი ბერიძემ, მერე კი რომან ჭანტურიამ შეძლეს სტუმართა უპირატესობის გაქვითვა.

ფრედ, 2:2 დასრულდა ჩვენი ჯგუფის პარალელური შეხვედრა ფარერებზეც, სადაც მასპინძლებმა ბოლო წუთებზე გაუშვეს ხელიდან მოგება და პოლონეთს ქულა გაატანეს.

მომდევნო ოფიციალურ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 14 ნოემბერს, "მიხეილ მესხზე" ლიტვის წინააღმდეგ გამართავს.
ფინეთთან ჩვენი შემადგენლობა ასეთი იყო:

კუპატაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, მოხევიშვილი (ბერიძე 53), მიქელთაძე (არაბიძე 53), კიტეიშვილი, ზარანდია (კოხრეიძე 69), ჭანტურია.