სიახლეები

საქართველო - ბელარუსი: ბილეთების ფიზიკური გაყიდვა დაიწყო!

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საერთაშორისო ამხანაგური მატჩის, საქართველო - ბელარუსის, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყო. დღეს სალაროები 13:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს, ხვალიდან კი, 11:00-დან 19:00 საათამდე.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 2 ლარს შეადგენს.

13 ნოემბერს, 18:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება.