10 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევი ციკლის მეოთხე ტურის მატჩს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი ფინეთს უმასპინძლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
დღეს კი 21-წლამდელებმა ფინელებთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართეს. შეკრების დასაწყისშივე ცნობილი ტრავმირებულების გამოკლებით, გუნდი ნაყოფიერად ემზადება. საქართველოს ნაკრების შემდეგ მიხეილ მესხის მოედანი უკვე ფინელებმა დაიკავეს.
საქართველო-ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია "სეტანტას" ეთერში გადაიცემა. გარდა ამისა, მატჩის ყურებას ჩვენს ვებგვერდზეც შეძლებთ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ);
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კ, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო);
ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალბასეტე, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი);
თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ვატო არველაძე (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა).
გაუზიარე