სიახლეები

საქართველო - კვიპროსი: ბილეთების ფიზიკური გაყიდვა დაიწყო!

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საერთაშორისო ამხანაგური მატჩის, საქართველო - კვიპროსის, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სალაროებში დაიწყო. სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 2 ლარს შეადგენს.

10 ნოემბერს, 17:00 საათზე, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში კვიპროსს დაუპირისპირდება.