სიახლეები

მედია აკრედიტაციები ამხანაგურ მატჩებზე

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრას კვიპროსისა და ბელარუსის წინააღმდეგ ჩაატარებს. 10 ნოემბერს საქართველოსა და კვიპროსის მატჩი გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. 13 ნოემბერს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველო ბელარუსს უმასპინძლებს. ეროვნული ნაკრები შეხვედრებისთვის მოსამზადებლად 6 ნოემბრიდან შეიკრიბება.

მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ:

აკრედიტაციის მიღების მსურველმა მედია ორგანიზაციებმა, გთხოვთ, წერილობითი ფორმით მოგვმართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected].

წერილში მიუთითეთ აკრედიტაციის მიღების მსურველი მედიის წარმომადგენლის სახელი, გვარი, ორგანიზაცია და პოზიცია.
აკრედიტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ 9 ნოემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს.