სიახლეები

გიორგი არაბიძე 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდება

გაუზიარე

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 6 ნოემბრიდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის დაიწყებს მზადებას. ჩვენი გუნდი 10 და 14 ნოემბერს, ფინეთისა და ლიტვის 21-წლამდე ნაკრებებს უმასპინძლებს. 

2 ნოემბერს, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მოახლოვებული მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ტრავმების გამო გამოძახებულთა სიაში გიორგი არაბიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ვერ მოხვდნენ. თუმცა უკრაინაში ჩატარებული განმეორებითი გამოკვლევის შედეგად არაბიძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და დონეცკის "შახტარის" შემტევი ნაკრებს შეკრებაზე შეუერთდება.