სიახლეები

21-წლამდელები ფინეთს და ლიტვას უმასპინძლებენ

გაუზიარე

6 ნოემბრიდან საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეკრებას იწყებს. გია გეგუჩაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩებში 10 და 14 ნოემბერს, შესაბამისად, ფინეთს და ლიტვას უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება. 

მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ფინეთთან და ლიტვასთან სათამაშოდ მოემზადებიან:

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ);

მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ);

ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა);

თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

გიორგი არაბიძე და გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ტრავმების გამო დააკლდებიან.

ჟურნალისტების საყურადღებოდ, 9 ნოემბერს ახალგაზრდული ნაკრები ჩაატარებს მატჩისწინა ღია ვარჯიშს, სადაც ასევე გაიცემა აკრედიტაციები.