სიახლეები

ამხანაგური მატჩებისთვის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო!

ეროვნული ნაკრები
გაუზიარე

საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსისა და ბელარუსის წინააღმდეგ 10 და 13 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. 

გულშემატკივარს მატჩებზე დასასწრები ბილეთის შეძენა დღეიდან ინტერნეტის საშუალებით, ბმულებზე: საქართველო - კვიპროსი; საქართველო - ბელარუსი შეუძლია. შეგახსენებთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა გულშემატკივარს.

ბილეთის ფასი 2 ლარია.

10 ნოემბერს, 17:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს საქართველოსა და კვიპროსის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 13 ნოემბერს, 18:00 საათზე კი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩვენი გუნდი ბელარუსს უმასპინძლებს.